"ბარსელონას" ყოფილი ვიცე-კაპიტანი ჟერარ პიკე უკმაყოფილოა იმით, რომ "ბარსელონა" ლიონნელ მესისთვის შეთავაზებით მიმართვას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს.
"ამაზე ძალიან მეცინება, რადგან ჩვენ წავედით, ფინანსური ფეარ-პლეის პრობლემები კი მაინც გვაქვს. ვინღა უნდა წავიდეს?
თეორიულად, ფინანსურ ფეარ-პლეის პრობლემებზე პასუხისმგებელნი ჩვენ, კაპიტნები ვიყავით, ჩვენი ხელფასების გამო. ყველანი წავედით.
ახლა გუნდში არცერთი ჩვენგანია, ფეხბურთელებს კი მაინც ვერ არეგისტრირებენ," - უთხრა პიკემ იბაი ლანოსს.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, პიკეს, ბუსკეტსისა და ალბას წასვლით "ბარსამ" 200 მილიონი ევრო დაზოგა, თუმცა კლუბს კიდევ 50 მილიონი ევროს დაზოგვა სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ მთავარი მიზეზი, რატომაც "ბარსა" მესის დაბრუნებაში დარწმუნებული არ არის, სწორედ ფინანსური ფეარ-პლეის საკითხთანაა დაკავშირებული.