თუ რაფინია სეზონის დარჩენილ ნაწილში ფორმას არ აკრეფს, "ბარსელონა" მას ტრანსფერზე დააყენებს, - იუწყება SPORT.
როგორც მოგეხსენებათ, უსმან დემბელე "ბლაუგრანას" 6 კვირით გამოკლდა. ესპანური გამოცემის თანახმად, სანამ დემბელე იუქმებს, მარცხენა ფლანგზე სწორედ რაფინია ითამაშებს.
გუშინ გავრცელებული ხმები გვატყობინებდნენ, რომ ჩავი არჩევანს პაბლო გავიზე შეაჩერებდა, თუმცა SPORT-ი რაფინიას სასტარტო შემადგენლობაში დაყენებას გარდაუვლად მიიჩნევს.
26 წლის გარემარბისადმი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ინტერესი ლონდონის "არსენალს" გამოუხატავს.
წყაროს თქმით, "ბლაუგრანაში" იციან, რომ მათ რაფინიას გაყიდვა გაცილებით მარტივად გამოუვათ, ვიდრე ფერან ტორესთან დამშვიდობება.
სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ იქნება გადამეტებული, თუ ვიტყვით, რომ ბრაზილიელის კატალონიური კარიერისთვის ახლა გადამწყვეტი კვირები მოდის. წარუმატებელი თამაშის შემთხვევაში, რაფინიას სეზონის ბოლოს გაყიდვის შანსი ძალიან გაიზრდება.
მიმდინარე სეზონში რაფინიამ "ბარსას" მაისურით ჩატარებულ 27 მატჩში 4 გოლი და 7 ასისტი მიითვალა.