როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, მადრიდის "ატლეტიკოს" ურუგვაელ თავდამსხმელს, ლუის სუარესს 34 წელი შეუსრულდა.
სხვა უამრავ მილოცვასთან ერთად, "ელ პისტოლეროს" მიულოცა თავისმა ყოფილმა კლუბმა "ბარსელონამაც", რასაც ლუისმა ინსტაგრამ-სთორით უპასუხა.
"დიდი მადლობა; მუდამ მადლიერი ვიქნები ყველაფერი იმის გამო, რაც ერთად შევძელით" - დაწერა სუარესმა.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ფორვარდი "ბლაუგრანამ" სეზონის სტარტზე, თითქმის უფასოდ გაუშვა, ახლა კი ის ლა ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.