სეზონის დასაწყისში კატალონიის "ბარსელონას" ლიდერი ანსუმანე ფატი გახლდათ და ამის თმქა ნამდვილად თამამად შეგვიძლია.
ასეთ კარგ ფონზე, კი, სამწუხაროდ, ესპანელმა "ბეტისთან" უმძიმესი დაზიანება მიიღო, რის გამოც უკვე თვეებია, რაც ანსუ მწვანე მინდორზე არ გვინახავს.
თუმცა გავრცელებული ცნობების მიხედვით, ფატის გამოჯანმრთელების პროცესი დაგეგმილზე კარგად მიდის.
მაგალითად, მარსელო ბეჩლერის ცნობით, ანსუმანეს რეაბილიტაციის პროსეცი შესანიშნავად მიმდინარეობს და არის ოპტიმიზმი, რომ იგი "პარი სენ-ჟერმენთან" გასამართი მატჩისთვის დაბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანა" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში სწორედ ფრანგულ კლუბს ხვდება.