2 წლის და 10 თვის წინ
მესის მაიამიში შეიძლება "ბარსას" ყოფილი მწვრთნელი დახვდეს
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ ლიონელ მესი კარიერას "ინტერ მაიამიში" გააგრძელებს.
ფლორიდული კლუბი MLS-ის სატურნირო ცხრილში ბოლო პოზიციას იკავებს, რამდენიმე დღის წინ კი თანამდებობა გუნდის აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ფილ ნევილს დაატოვებინეს.
ბუნებრივია, დევიდ ბექჰემის კლუბს ახალი მესაჭე ესაჭიროება.
ჟურნალისტ არიელ სენოისაინის ინფორმაციით, შესაძლოა, "ინტერ მაიამის" სათავეში ხერარდო მარტინო ჩაუდგეს.
ტატა მესისთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტია, რადგან მასთან "ბარსელონაში" და არგენტინის ნაკრებში აქვს ნამუშევარი.
ბოლოს მარტინო მექსიკის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა. "აცტეკები" მან მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ დატოვა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი