3 წლის და 4 თვის წინ
მესი: "ბარსაში" არ დავბრუნდები, "ინტერ მაიამიში" მივდივარ"
ავტორი
Aa
35 წლის არგენტინელმა მეგავარსკვლავმა ლიონელ მესიმ დაადასტურა, რომ კარიერას MLS-ის კლუბ "ინტერ მაიამიში" გააგრძელებს.
"ბარსელონაში" არ დავბრუნდები. "ინტერ მაიამიში" მივდივარ.
მაიამიში წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. ყველაფერი 100%-ით დასრულებული არაა და რაღაც დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, თუმცა, ნუ, გადავწყვიტეთ, რომ თავგადასავალი იქ განვაგრძოთ.
სიმართლე ისაა, რომ შეთავაზებები სხვა ევროპული კლუბებიდანაც მქონდა, მაგრამ ევროპაში მხოლოდ "ბარსელონაში" მსურდა თამაში," - უთხრა ლეომ SPORT-ს.
ინტერვიუს სხვა მონაკვეთებს სულ მალე შემოგთავაზებთ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ