ფრანსიშკუ ტრინკაუს არ უმართლებს

ფრანსიშკუ ტრინკაუს არ უმართლებს

"ბარსელონასა" და "რაიო ვალეკანოს" შორის გამართულ მატჩში 'ბარსას" პორტუგალიელი გარემარბი, ფრანსიშკუ ტრინკაუ სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა, რაც ხშირად ნამდვილად არ ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა შემტევმა გოლის გატანა ვერ მოახერხა, მისი გუშინდელი ასპარეზობა მაინც დამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს.

Sport -ის შეფასებით, ფრანსიშკუ წუხანდელ შეხვედრაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოთამაშე გახლდათ და იერიშების წარმართვაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

შეგახსენებთ, რომ ტრინკაუ "ელჩესთან" ლა ლიგის მატჩშიც აქტიურად ჩაერთო და გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო.

ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ფრანსიშკუ უმატებს და ახლა მას ფორტუნამაც უნდა გაუღიმოს.

4 კვირის წინ
145 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2020-21 წლების სეზონში?

სამზე მეტს
სამს
ორს
ერთს
ვერცერთს
სულ პასუხები: 1110
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ