ესპანურ მედიასთან ჩაწერილ ინტერვიუში ლიონელ მესიმ საინტერესო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ "ბარსელონაში" მის დაბრუნებას კლუბის ყველა წევრი არ ემხრობოდა.
"სიმართლე გითხრათ, დაზუსტებით არ ვიცი, ყველაფერი გააკეთა თუ არა "ბარსამ" ჩემს დასაბრუნებლად. მხოლოდ ის ვიცი, რაც ჩავიმ მითხრა.
დარწმუნებული ვარ, რომ კლუბში არიან ადამიანები, რომლებსაც ჩემი დაბრუნება არ უნდოდათ და ამას კლუბისთვის ნეგატიურ მოვლენად მიიჩნევდნენ," - თქვა ლეომ.
ესპანურ პრესაში ხშირად წერდნენ, რომ "ბლაუგრანას" სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელის დამატების მომხრე არ იყო. როცა ალემანი კლუბის დატოვებასთან გახლდათ ახლოს, მისი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ მესის დაბრუნების გადაწყვეტილებას ნათლავდნენ.
არ გამოვრიცხოთ, რომ ზემოთ მოცემული კომენტარით არგენტინელმა სწორედ ალემანისკენ გაიშვირა ხელი.