"ბარსელონამ" გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, საიდანაც ლიონელ მესის საგის დასასრულის "ბლაუგრანასებრი" ვერსიის შესახებ ვიგებთ.
"ორშაბათს, 5 ივნისს, ხორხე მესიმ, ფეხბურთელის მამამ და წარმომადგენელმა, შეატყობინა კლუბის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას, რომ ფეხბურთელს "ინტერ მაიამიში" გადასვლა სურდა, მიუხედავად კლუბის მიერ წარდგენილი წინადადებისა და "ბარსელონასა" და ლიონელ მესის საერთო სურვილისა, მას კიდევ ერთხელ მოერგო "ბლაუგრანას" მაისური.
პრეზიდენტ ლაპორტას ესმის და პატივს სცემს ლეოს გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს კარიერის სხვა ლიგაში გაგრძელებას, იმ ზეწოლისა და ყურადღებისაგან შორს, რომლის ობიექტიც ლეო უკანასკნელ წლებში გახლდათ.
ორივე, ჟოან ლაპორტა და ხორხე მესი, თანახმაა შემდგომ თანამშრომლობაზე და "ბარსას" მიერ ლეოსთვის დიდებული გაცილების მოწყობაზე, ფეხბურთელისთვის, რომელიც "ბარსელონას" ყოველთვის უყვარდა, უყვარს და ეყვარება," - ვკითხულობთ განცხადებაში.
ასე და ამგვარად, სხვა თუ არაფერი, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ქომაგებს შეუძლიათ შეინარჩუნონ იმის იმედი, რომ ლიონელ მესის მათი კლუბი საკადრის გაცილებას მაინც მოუწყობს.