logo

სეტიენის პირველი განცხადება ყოფილი გუნდის დამარცხების შემდეგ

სეტიენის პირველი განცხადება ყოფილი გუნდის დამარცხების შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონამ" კიკე სეტიენის ყოფილი გუნდი "ბეტისი" ანგარიშით 2-3 დაამარცხა.

გთავაზობთ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცის მატჩისშემდგომ პრესკონფერენციას.

"გუნდის თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ. მათ მთელი გულით ითამაშეს და შედეგად, სასურველი შედეგიც დავაფიქსირეთ."

"ბოლო ორი მატჩი ძალიან რთული იყო. მეტოქე მკაცრად გვაპრესინგებდა და ბურთის მარტივად გათამაშების საშუალებას არ გვაძლევდა."

"ბევრი ისეთი რამაა, რაც უნდა გამოვასწოროთ. თუმცა გუნდის მენტალიტეტით და მათი თამაშით კმაყოფილი ვარ."

"დაცვაში ცოტას მოვიკოჭლებთ. ეს განსაკუთრებით ნათლად მაშინ ჩანს, როცა მეტოქე ჩვენს საჯარიმოსთან ახლოსაა. ყველაფერი ნელნელა გამოსწორდება."

"ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელივანი იყო, რადგან წინა შეხვედრა ჩვენთვის სასიკეთოდ არ დასრულდა." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

3 თვის წინ
1160 / 0
დავით მალუტაშვილი
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ