1 წლის და 3 თვის წინ
"ბარსა" "ფიორენტინას" დაუკავშირდა - ამრაბატის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
"ბარსა" "ფიორენტინას" დაუკავშირდა - ამრაბატის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

სოფიან ამრაბატის "ბარსელონაში" ტრანსფერი რთული განსახორციელებელია, თუმცა არა შეუძლებელი. აღნიშნულ ინფორმაციას Footmercato ავრცელებს.

იტალიური გამოცემის თანახმად, "ბლაუგრანა" "ფიორენტინას" ამრაბატის 6-თვიანი იჯარით წაყვანას შესთავაზებს, ზაფხულში კი კლუბს საყრდენი ნახევარმცველის 37 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.

Marca წერს, რომ "იები" "ბლაუგრანას" ამჟამინდელი წინადადებით დიდად მოხიბლულნი არ არიან. მადრიდული გამოცემის ვერსიით, ეს წინადადება იჯარისა და სეზონის ბოლოს 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებისგან შედგება. ბონუსების გათვალისწინებით, თანხამ შეიძლება 40 მილიონ ევროს უწიოს.

მნიშვნელოვანია, რომ 26 წლის ნახევარმცველს "კამპ ნოუზე" გადაბარგება თავადაც ძალიან უნდა. სოფიანის პოზიციამ ტრანსფერში შეიძლება გადამწყვეტი როლიც შეასრულოს.

სხვათა შორის, მაროკოელი ფეხბურთელი რამდენიმე დღის წინ "კამპ ნოუზე" იმყოფებოდა და იგი "ბარსასა" და "ხეტაფეს" მატჩს დაესწრო.

"ფიორეს" შუახაზელმა მიმდინარე სეზონში 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა. საგოლე კონტრიბუცია მის ანგარიშზე არ ფიქსირდება.


Facebook კომენტარები