logo

"ბარსელონას" ოთხშაბათს ახალი თავდამსხმელი ეყოლება

"ბარსელონას" ოთხშაბათს ახალი თავდამსხმელი ეყოლება

მოგეხსენებათ, რომ "ბარსელონა" კოპა დელ რეის უკვე გამოეთიშა, ამიტომ მათ მიმდინარე კვირის მანძილზე შეუძლიათ სრული დატვირთვით გადაერთნონ თავდამსხმელის ძიებაზე.

ლა ლიგის წესების თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ახალი ფორვარდის დამატების შემდეგ, ერთი ფეხბურთელის რეგისტრირებული შემადგენლობიდან ამოგდება მოუწევთ. უდიდესი ალბათობით, ეს უსმან დემბელე იქნება, რომელიც ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, "ბარსას" უკვე ოთხშაბათსვე ჰყავდეს ახალი შემტევი.

აღსანიშნავია, რომ მთავარ კანდიდატად "რეალ სოსიედადის" 28 წლის ლიდერი, ვილიამ ჟოზე მიიჩნევა, ვისაც "ჩური ურდინი" 30 მილიონ ევროდ აფასებს.

3 თვის წინ
5539 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1008
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ