1 წლის და 10 თვის წინ
ბერნარდუს სახელი ისევ გაისმა - "ბარსელონას" მორიგი მცდელობა
ბერნარდუს სახელი ისევ გაისმა - "ბარსელონას" მორიგი მცდელობა

როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტიმ" გუშინ 29 წლის ფლანგელი ჟოაუ კანსელუ მიუნხენის "ბაიერნში" გაანათხოვრა. "სიტიზენთა" ერთ-ერთი ვარსკვლავის მოულოდნელად გაშვების მიზეზად მასსა და პეპ გვარდიოლას შორის არსებული კონფლიქტი დასახელდა.

"სიტის" ესპანელ თავკაცთან პრობლემები აქვს კიდევ ერთ პორტუგალიელს, ბერნარდუ სილვას. პრესაში ვრცელდება ხმები იმის თაობაზე, რომ არაა გამორიცხული, გუნდი იჯარის წესით დღეს ბერნარდუმაც დატოვოს.

ჟურნალისტ გრეჰემ ბეილის ინფორმაციით, შექმნილი სიტუაციით სარგებლობა დღეს "ბარსელონამ" სცადა.

წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" მანჩესტერულ გუნდს სილვას წაყვანა შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს.

განსხვავებული ცნობები აქვს SPORT-ს. ესპანური გამოცემის მიხედვით, "ბარსამ" ბერნარდუს დამატება თვეების წინ გამორიცხა, რაც "სიტის" ნახევარმცველის მაღალმა ღირებულებამ და ფრენკი დე იონგის კარგმა პერფომანსებმა განაპირობა.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ფეხბურთელმა 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 5 ასისტი.


Facebook კომენტარები