2 წლის და 10 თვის წინ
"ნაპოლიმ" "ბარსა" უარით გაისტუმრა - მიზეზი ცნობილია
"ნაპოლიმ" "ბარსა" უარით გაისტუმრა - მიზეზი ცნობილია

აგვისტოში ბარსელონაში გამპერის თასი ტარდება, სადაც "ბარსელონა" რომელიმე ცნობილ გუნდს იწვევს და მასთან ამხანაგურ შეხვედრას ატარებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, წელს მოწვევა "ნაპოლიმაც" მიიღო, თუმცა იტალიურმა გუნდმა "ბარსელონასთან" თამაშზე უარი თქვა.

იმ დროისთვის "ნაპოლის" შეკრება ახალი დაწყებული ექნება და კლუბში ფიქრობენ, რომ ამხანაგურად გაჯიბრება სხვა გუნდებთან იქნება უკეთესი.

"ნაპოლი" შეკრებას 28 ივლისს იწყებს.

აქვე გეტყვით, რომ "ბარსა" და "ნაპოლი" გამპერის თასზე ერთმანეთს 2011 წელსაც შეხვდნენ. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" მაშინ ანგარიშით 5:0 მოიგეს.



Facebook კომენტარები