3 წლის და 2 თვის წინ
ჩავის წარმატება დაუფასეს - მაესტროს ხელფასი ეზრდება
ავტორი
Aa
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ჩავი ერნანდესთან ახალ კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ "მაესტრო" კლუბთან 3-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
RAC1-ის ინფორმაციით, ჩავის დაუბეგრავი ანაზღაურება 8 მილიონ ევრომდე გაიზრდება, მისი შტაბის წევრების ჯამური ხელფასი კი - 4 მილიონ ევრომდე.
შედარებისთვის, 43 წლის სპეციალისტის დაუბეგრავი ხელფასი ახლა 4 მილიონი ევროა. რაც შეეხება ასისტენტებს, მათზე ბიუჯეტიდან 1.5 მილიონი ევრო იხარჯება.
შეგახსენებთ, რომ ჩავიმ "ბარსელონა" 2021 წლის ნოემბერში ჩაიბარა. კატალონიურ გრანდს მან ესპანეთის სუპერთასი და ლა ლიგა მოაგებინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ