2 წლის და 10 თვის წინ
თანხის მიღება დაწყებულია - როგორ ახეირებს ტრინკაუ "ბარსას"
ავტორი
Aa
ლისაბონის "სპორტინგს" "ბარსელონადან" 23 წლის თავდამსხმელის, ფრანსიშკუ ტრინკაუს გამოსყიდვის ვალდებულება აქვს აღებული და, როგორც ჩანს, "ლომები" ამ ვალდებულების შესრულებას უკვე შეუდგნენ.
Abola-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანამ" უკვე მიიღო 1,5 მილიონი ევრო.
მოგვიანებით, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" კიდევ 5,5 მილიონი ევრო გადაეცემათ.
"სპორტინგმა" ტრინკაუს იჯარაში უკვე გადაიხადა 3 მილიონი ევრო. გავიხსენოთ ისიც, რომ მომდევნო ტრანსფერიდან კატალონიელებს თანხის 50% ერგებათ.
გასულ სეზონში ფრანსიშკუმ 52 მატჩში მიიღო მონაწილოება. პორტუგალიელმა 13 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
Facebook კომენტარები