1 წლის და 5 თვის წინ
ფატი თუ ფერანი - ვისი გაყიდვა ურჩევნია "ბარსელონას"
ფატი თუ ფერანი - ვისი გაყიდვა ურჩევნია "ბარსელონას"

Marca-ს ჟურნალისტმა ლუის ფელიპე როხომ "ბარსელონას" უახლოესი სატრანსფერო მიზნების შესახებ დაწერა.

ცნობილი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ კატალონიურ გრანდში ანსუ ფატის გაყიდვა უფრო სარფიან ოპერაციად მიაჩნიათ, ვიდრე ფერან ტორესის გასხვისება. შესაბამისად, ხელმძღვანელობა ახლა სწორედ ფატისთვის ახალი გუნდის პოვნაზე მუშაობს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ასეთ პოზიციას რამდენიმე მიზეზი აქვს.

პირველი ის გახლავთ, რომ ფერანის "მანჩესტერ სიტიდან" ტრანსფერის თანხა კლუბს ბოლომდე ჯერ კიდევ არ დაუფარავს და 23 წლის თავდამსხმელის ახლა გაყიდვა ნაკლებსარგებლიანი იქნება. რაც შეეხება ანსუს, ის აკადემიის აღზრდილია, ამიტომ სუფთა მოგებას დატოვებს.

მნიშვნელოვანი ფაქტორია "ბარსას" ათიანის მაღალი ხელფასიც.

ასევე, როხო აღნიშნავს, რომ ფატის ადგილს, მარცხენა გარემარბის როლში, აბდე ეზალზული დაიკავებს.

Marca-ს ცნობით, ჩავი ერნანდესს ფერანის რწმენა ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. ესპანელმა იცის, რომ გასული სეზონი კარგი არ გამოვიდა, მაგრამ მას თვითგანვითარების რეალურობის სჯერა. ამ მომენტისთვის, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" 11 ნომერი ტრანსფერზე დაყენებული არ გახლავთ.

ცნობისთვის, 2022/2023 წლების სეზონი ფატიმ 10 გოლითა და 4 ასისტით დახურა. ტორესის მონაგარი 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა იყო.


Facebook კომენტარები