დღეს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით კატალონიის "ბარსელონა" "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება.
მოგეხსენებათ, აღნიშნულ მატჩში პარიზელებს ნეიმარ ჟუნიორი არ ეყოლებათ, რადგან ბრაზილიელმა გასულ დღეებში ტრავმა მიიღო, რის გამოც მას დაახლოებით ერთი თვე გაუცდება.
ამ ფაქტს ყოფილი "ბარსელონელი", ბუნებრივია, ძალიან განიცდის, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ნეიმ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
"3 გამორჩეული მატჩიდან ერთ-ერთი, რომლის თამაშიც ყველაზე მეტად მსურდა." - ვკითხულობთ ბრაზილიელის ტვიტერ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ "ბარსა" - "პსჟს" დაპირისპირება ჩვენი დროით 23:55-ზე აიღებს სტარტს.