3 წლის წინ
"ბარსელონა" ანტონი ელანგას დამატებას განიხილავს
ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს "ბარსელონა" აქტიურად ცდილობს გარემარბის დამატებას.
ESPN-ის ჟურნალისტი სამუელ მარსდენი იუწყება, რომ "ბლაუგრანას" რადარზე "მანჩესტერ იუნაიტედის" შვედი შემტევი, ენტონი ელანგა გამოჩნდა.
"ბარსა" ახალგაზრდა ფეხბურთელის იჯარის წესით დამატებას ეცდება, თუ "ემიუსგან" თანხმობას მიიღებს. ელანგათი დაინტერესებულნი არიან "აიაქსი", "პსვ" და ევროპის სხვა კლუბებიც.
გეტყვით, რომ 20 წლის ფეხბურთელს "წითელ ეშმაკებში" სათამაშო დრო ძალიან იშვიათად ეძლევა. გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, ელანგამ პრემიერ ლიგის მხოლოდ ორი მატჩი დაიწყო ძირითადი შემადგენლობიდან.
გასულ სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში ენტონიმ 8 გოლი და 5 ასისტი მიითვალა, თუმცა მიმდინარე სეზონში მას მეტოქის კარი ერთხელაც არ აუღია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი