ჩავი: "არ მსურს, რომ ეს დავმალო"

ჩავი: "არ მსურს, რომ ეს დავმალო"

კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა FIFA.com-თან საუბრისას ყოფილი გუნდის შესაძლო მწრთვნელობაზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ამის დამალვას არ ვაპირებ, რა თქმა უნდა, "ბარსას" გაწრთვნას ვისურვებდი. ეს არაერთხელ მითქვამს, თუმცა კუმანს და კლუბს პატივს ვცემ."

"ამ მომენტისთვის "ალ-სადში" ვარ და აქ თავს კარგად ვგრძნობ. საპრეზიდენტო არჩევნები წინ არის. ვნახოთ, ვინ მოიგებს და რას მოგვიტანს მომავალი. "ბლაუგრანას" მწრთვნელობა ჩემი ოცნებაა." - განაცხადა მაესტრომ.

შეგახსენებთ, რომ არჩევნები 7 მარტსაა ჩანიშნული. ჩავი კი ერთ-ერთი კანდიდატის, ვიქტორ ფონტის გეგმის მთავაი ფიგურაა.

 

1 კვირის წინ
7553 / 0
Maluta
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2020-21 წლების სეზონში?

სამზე მეტს
სამს
ორს
ერთს
ვერცერთს
სულ პასუხები: 1083
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ