"ბარსელონას" ანსუ ფატის იმ პირობით გასხვისება სურს, რომ მის გამოსყიდვის უფლებას შეინარჩუნებს, - იუწყება ფერან მარტინესი.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ესპანელი თავდამსხმელის ნიჭიერებაში დარწმუნებულნი არიან, თუმცა მიაჩნიათ, რომ მას რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, ამის "ბლაუგრანაში" მიღება კი ძალიან გაუჭირდება.
"ბლაუგრანას" ათიანი ზაფხულში საგანგებო გეგმით იხელმძღვანელებს, რათა საუკეთესო ფიზიკურ ფორმას დაუბრუნდეს.
წყაროს თანახმად, ანსუს წასვლის გაგონებაც კი არ უნდა. მან კარგად იცის, რომ "ბარსას" შემადგენლობაში არავის აქვს ისეთი გოლის ალღო (ლევანდოვსკის გამოკლებით), რომელიც მას.
აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ფატის წასვლაზე დათანხმება ძალიან რთული იქნება.
20 წლის თავდამსხმელმა გასული სეზონი 10 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით დახურა.