"პარი სენ ჟერმენსა" და "ბარსელონას" შორის გუშინ გამართული მატჩი ფეხბურთელებს შორის შელაპარაკებებით უხვად გახლდათ დახუნძლული.
ამჯერად ინტერნეტსივრცეში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ "პსჟ-ს" ფრანგი ფორვარდი, კილიან მბაპე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ვეტერან მცველებს, ხორდი ალბასა და ხერარდ პიკეს "გაესაუბრა".
მათ შორის შემდეგნაირი დიალოგი გაიმართა:
ალბა მბაპეს: "შენს თავზე ძალიან ბევრს იღებ"
მბაპე ალბას: "თუ ქუჩაში შეგხვდი, მოგკლავ"
ალბა პიკეს: "ეს გამაღიზიანებელი ბიჭუნა სწავლობს, ის სწავლობს."
პიკე მბაპეს: "ვის მოკვლას აპირებ?"
როგორც ხედავთ, ვარსკვლავებს შორის დიდად აზრიანი დიალოგი ნამდვილად არ შემდგარა, თუმცა ყურადღება მან მაინც მიიპყრო.