1 წლის და 5 თვის წინ
გიუნდოგანისთვის ბრძოლაში კიდევ 2 კლუბი ჩაება
გიუნდოგანისთვის ბრძოლაში კიდევ 2 კლუბი ჩაება

ილქაი გიუნდოგანმა გუშინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოიგო. გერმანელი ნახევარმცველისთვის ეს შეიძლება "მანჩესტერ სიტის" მაისურით ჩატარებული უკანასკნელი მატჩი იყოს, რადგან პირველ ივლისს მას კლუბთან კონტრაქტი ეწურება.

32 წლის ვარსკვლავით ყველაზე მეტად დაინტერესებულ გუნდად "ბარსელონა" ითვლება, თუმცა კატალონიელებს სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდათ.

SPORT-ის ინფორმაციით, უკანასკნელ დღეებში გიუნდოგანს წინადადებით ორმა კლუბმა მიმართა. ეს კლუბები საუდის არაბული "ალ იტიჰადი" და გერმანული "ბორუსია დორტმუნდი" არიან.

"ალ იტიჰადის" შეთავაზება ძალიან ძვირადღირებულია. არაბებმა რამდენიმე დღის წინ ქარიმ ბენზემა დაიმატეს, ახლა კი თავისთან კიდევ ერთი ვარსკვლავის წაყვანა უნდათ. რაც შეეხება "ბორუსიას", "შავ-ყვითლებმა" ჯუდ ბელინგემი "რეალში" გაუშვეს და მოედნის ცენტრში თავიანთი ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნებას ესწრაფვიან.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ "სიტის" კაპიტანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ 2022/2023 წლების სეზონი ილქაიმ 11 გოლითა და 7 ასისტით დახურა.


Facebook კომენტარები