StatBomb-მა გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რაც "ბარსელონას" კაპიტნის, ლეო მესის შესახებ შეთხზულ მითს ამსხვრევს.
როგორც ჩანს, "ლა პულგა" 2020/21 წლების სეზონში, ევროპის მასშტაბით, საუკეთესო შემტევია პრესინგის კომპონენტში - მისი წარმატების მაჩვენებელი 35.2%-ია.
ლეოს "პსჟ-ს" გარემარბი, ნეიმარი მოსდევს (33.6%), ხოლო სამეულს "ლივერპულის" ფარაონი, მუჰამედ სალაჰი ხურავს (30.9%).
რაც შეეხება პრესინგის მცდელობებს, აქ "ბარსას" სალაჰსა და მარკუს რაშფორდს ჩამორჩება, თუმცა უსწრებს ნეიმარს, კრიშტიანუ რონალდუსა და კილიან მბაპეს.