დასაკარგი აღარაფერია - რას აპირებს "ბარსელონა" სეზონის ბოლომდე

დასაკარგი აღარაფერია - რას აპირებს "ბარსელონა" სეზონის ბოლომდე

"პარი სენ ჟერმენთან" გამანადგურებელი მატჩის შემდეგ, "ბარსელონაში" ბევრი ცვლილება უნდა მოხდეს. ესპანურმა გამოცემებმა უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ რა პოლიტიკას გაატარებს კატალონიური გრანდი უახლოეს ხანებში.

Sport წერს, რომ "ბლაუგრანა" მზადაა მთელი ნდობა ახალგაზრდებს გამოუცხადოს და ძირითად გუნდში ბევრი დებიუტანტი დააწინაუროს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" მორიგი უტიტულო სეზონი ძალიან ახლოსაა, ასე რომ, კლუბს აღარაფერი აქვს დასაკარგი, ამიტომ რონალდ კუმანი უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს შანსს.

რაც შეეხება Mundo Deportivo-ს, ის ჯერ კიდევ აწმყოზეა ფოკუსირებული და ინციდენტის შესახებ გვიყვება, რომელიც კილიან მბაპესა და ჟორდი ალბას შორის მოხდა.

ამ ფონზე პარიზში გასამართი მატჩი შეიძლება ძალიან დაძაბული გამოდგეს. მიუხედავად იმისა, რომ "ბარსას" შანსები მინიმალურზე მინიმალურია, ფეხბურთში მაინც ყველაფერი ხდება, ამიტომ კატალონიელები ბოლომდე იბრძოლებენ.

6 დღის წინ
4674 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2020-21 წლების სეზონში?

სამზე მეტს
სამს
ორს
ერთს
ვერცერთს
სულ პასუხები: 1082
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ