2 წლის და 10 თვის წინ
რაფინიას მსურველები გამოუჩნდნენ - ვინ დაინტერესდნენ ბრაზილიელით
ავტორი
Aa
როგორც იცით, რაფინიას კატალონიის "ბარსელონადან" შესაძლო წასვლაზე მედიაში აქტიურად წერენ.
ამჯერად, მის მსურველებთან დაკავშირებით ახალ ცნობებს გამოცემა "Sport"-ი ავრცელებს.
წყარის ცნობით, ბრაზილიელი ვინგერის დამატებით "ნიუკასლ იუნაიტედი" და მიუნხენის "ბაიერნი" დაინტერესდნენ.
იწერება, რომ 26 წლის სიტუაციას ყველაზე აქტიურად სწორედ ეს ორი კლუბი აკვირდება.
რაც შეეხება კატალონიელთა პოზიციას, "ლორჯ-ბროწეულისფერნი" მზად არიან, ფეხბურთელს 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიონ.
აქვე გეტყვით, რომ რაფინიას "ბლაუგრანასთან" ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.
Facebook კომენტარები