კატალონიის "ბარსელონას" განადგურების შემდეგ, "პარი სენ-ჟერმენი" ლიგა 1-ის ეგიდით გამართულ მატჩში "მონაკოსთან" დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ პარიზელებმა უშუალო კონკურენტნთან მარცხი თავისივე კედლებში იწვნიეს.
ცნობისთვის, ამ წაგების შედეგად "პსჟ" საფრანგეთის ჩემპიონატში კვლავ მესამე პოზიციაზე რჩება და ლიდერ "ლილთან" 4 ქულა აშორებს.
შეგახსენებთ, რომ პარიზელების მსგავსად, საკუთარი მატჩის მოგება ვერც "ბარსამ" მოახერხა. "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ნოუ კამპზე "კადისის" ბარიერი ვერ დაძლიეს.
ფრანგებისა და კატალონიელების განმეორებითი მატჩი 10 მარტს გაიმართება.