"პარი სენ-ჟერმენის" მთავარ მწრთვნელს, მაურისიო პოჩეტინოს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა შემდეგი კითხვა დაუსვეს: "რომელია უკეთესი, მესი თუ მბაპე". რაზეც არგენტინემა შემდეგი პასუხი გასცა.
"რთული შეკითხვაა და ეს არ მომწონს. ამაზე საუბარს არ ვაპირებ, იმ პასუხს არ გაგცემ, რაც შენ გინდა."
"ლეოც და კილიანიც დიდებული მოთამაშეები არიან, თავიანთი ხასიათით. ამ ორი ფეხბურთელის სახელი მსოფლიოს საუკეთესოთა სიაში წერია." - განაცხადა მაურისიომ.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "პარი სენ-ჟერმენს" შორის განმეორებითი მატჩი 10 მარტს გაიმართება.