კატალონიის "ბარსელონას" ლიდერმა, ლეო მესიმ 2021 წელის საკმაოდ შედეგიანად დაიწყო, რაც საშინელი სტარტის შემდეგ ორმაგად სასიხარულოა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში "ლა პულგა" ამ წლის მონაცემებით საუკეთესო ბომბარდირია.
მას 2021-ში უვე 11 გოლი მოუგროვდა, რაც ერთით მეტია ერლინგ ჰოლანდისა და რობერტ ლევანდოვსკის მაჩვენებელზე.
ცნობისთვის, ლეომ მიმდინარე წელს უკვე 12 მატჩი ჩაატარა და აქედან 8 შემთხვევაში მეტოქის კარის აღება მოახერხა.
მიუხედავად კარგი დასაწისისა, არგენტინელს ამ სეზონში ოქროს ბურთისთვის ბრძოლა გაუჭირდება. ამ მხრივ ჯერჯერობით საუკეთესო ლევანდოვსკია, რომლის ანგარიშზეც 26 გოლია.