ცნობილმა ბრაზილიელმა ჟურნალისტმა, იზაბელა პალიარიმ Europe1-თან ინტერვიუში ისაუბრა "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის მომავლის შესახებ.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მეგავარსკვლავს ცალი ფეხი პარიზში აქვს და ამაზე ბევრი რამ მეტყველებს.
"ნეიმარი კულისებში დიდ როლს თამაშობს, რათა მესის "პსჟ-ში" ტრანსფერი შედგეს. "მანჩესტერ სიტის" დღეს ლეოს ხელფასის გადახდა არ შეუძლია. გარდა ამისა, მას აქ უფრო მეტი სამხრეთ-ამერიკელი მეგობარი ყავს. ვფიქრობ, არგენტინელისთვის უფრო მარტივი იქნება "პარი სენ ჟერმენში" გადასვლა.
მესის ტიტულების მოგება უნდა. რა თქმა უნდა, საქმე ლიგა ერთში არაა, თუმცა პარიზელთა მიერ "კამპ ნოუზე" ნაჩვენები პერფომანსის შემდეგ, იგი მიხვდა, რომ ამ გუნდს შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე რაღაც განსაკუთრებული გააკეთოს.
ყველა ამბობს, რომ "პსჟ" სუსტ ჩემპიონატში ძალიან ძლიერია და ამიტომაც უჭირს მას ჩემპიონთა ლიგაზე. "მანჩესტერ იუნაიტედთან" იმ მატჩის შემდეგ, ნეიმარმა ფაქტობრივად დაანონსა, რომ მესის გვერდით ითამაშებდა. ასეთ რამეს საფუძვლის გარეშე არ ამბობენ ხოლმე.
33 წლის ასაკში მესისთვის ხელფასს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. დღეს ლეოს სახეზე ვხედავთ, რომ იგი ძალიან დაძაბულია და სიამოვნებას ვეღარ იღებს. პარიზში კი მას გიჟური ატმოსფერო ელოდება." - თქვა პალიარიმ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელი 2021 წლის ივლისში თავისუფალი აგენტი ხდება.