ორ კვირაზე ოდნავ ნაკლები რჩება "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებამდე, რომელიც 7 მარტსაა ჩანიშნული.
ბუნებრივია, გადამწყვეტი თარიღის მოახლოების პარალელურად, გააქტიურდნენ პრეზიდენტობის კანდიდატებიც.
ამჯერად თავი ტონი ფრეიშამ გამოიჩინა, რომელიც გულშემატკივრებს ორ მეგატრანსფერს დაპირდა.
"ჩვენმა დიდხნიანმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და შეთანხმებას მივაღწიეთ ინვესტორთან, რომელიც "ბარსას" კორპორაციაში 250 მილიონ ევროს ჩადებს.
2021-22 წლების სეზონისთვის ჩვენ 3 ვარსკვლავს მოვიყვანთ, ორს შეტევაში, ერთსაც კი დაცვაში.
"ბარსელონას" ეყოლება კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელიც ამჟამად არ ყავს. ყველაფერი თანმიმდევრულად მოხდება. შეუძლებელია, რომ რონალდ კუმანს ახალწვეულები არ მოეწონოს, რადგან ისინი უნიკალური ფეხბურთელები იქნებიან." - თქვა ფრეიშამ.