უკანასკნელი დღეების მანძილზე, "ბარსელონას" უამრავი თავდამსხმელი დაუკავშირეს.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ძირითად სამიზნედ დორტმუნდის "ბორუსიას" ნორვეგიელი სუპერვარსკვლავი, ერლინგ ჰოლანდი მიიჩნევა.
"ბარსას" ასევე უკავშირებენ რომელუ ლუკაკუს, ლაუტარო მარტინესს (ორივე ინტერი), მემფის დეპაისა (ლიონი) და კუნ აგუეროს (მანჩესტერ სიტი).
დღეს კი ESPN-მა გვამცნო, და რომ "ბლაუგრანას" რადარზე კიდევ ორი ფორვარდია:
ალექსანდრ ისაკი (რეალ სოსიედადი)
დარვინ ნუნეზი (ბენფიკა)
წყაროს თანახმად, კატალონიური გრანდი უფრო აქტიურად ისაკის ვარიანტს განიხილავს. ახალგაზრდა შვედი "ბარსელონაში" ძალიან მოსწონთ და ჰოლანდის ფრონტზე წარუმატებლობის შემთხვევაში, მასზე გადაერთვებიან.