"ბარსელონას" ბურთის ფლობაში და კარისკენ დარტყმებში არანორმალური უპირატესობის მიუხედავად, გუნდმა "კადისთან" ორი ქულა დაკარგა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" საოცარ დომინაციაზე ერთი კურიოზული ფაქტიც მეტყველებს, რომელიც Whoscored-მა შემოგვაშველა.
როგორც მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, რიკი პუჩმა გუშინდელ მატჩში მოედანზე სულ 10 წუთი გაატარა.
ამ დროის მანძილზე რიკიმ 19 გადაცემის გაკეთება მოახერხა, რაც "კადისის" თითოეული ფეხბურთელის ინდივიდუალურ მაჩვენებელს აღემატება.
საინტერესოა, რომ 21 წლის ესპანელის მიერ გაკეთებული 19 პასიდან მხოლოდ 1 გახლდათ არაზუსტი.