როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარულ მოთამაშეს რონალდო დე ასის მორეირას დედა გარდაეცვალა.
გავიხსენოთ, გაუჩოს ინტერვიუ, რომელიც პარაგვაის ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. ამ დროისთვის "ბარსას" ყოფილი ათიანი შიდა პატიმრობაში იმყოფებოდა.
"ვლოცულობ, რომ ყველაფერი კარგად იყოს, ღმერთმა ქნას ეს ამბავი, რაც შეიძლება მალე დამთავრდეს."
"როდესაც ციხეში გადავყავდი მიჭირდა იმის გააზრება თუ რა ხდეობდა ჩემს თავს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი."
"მთელი ჩემი ცხოვრება ვცდილობდი, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმს მიმეღწია და ფეხბურთის თამაშით ხალხისთვის ბედნიერება მომეტანა."
"რას ვაკეთებდი ციხეში? განსაკუთრებულს არაფერს. ვთამაშობდი ფეხბურთს, ვარიგებდი ავტოგრაფებს და ვიღებდი უამრავ ფოტოს."
"როდესაც გამათავისუფლებენ, პირველი აუცილებლად დედაჩემთან წავალ და მოვეხვევი." - განაცხადა გაუჩომ.