"ყველაზე მეტად სწორედ ეს მეწყინა" - სუარესის ვრცელი ინტერვიუ

"ყველაზე მეტად სწორედ ეს მეწყინა" - სუარესის ვრცელი ინტერვიუ

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფორვარდმა, ლუის სუარესმა "France Football"-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

"მთელი ამ წლების შემდეგ, რაც "ბარსაში" გავატარე, კიდევ მსურს გამოვავლინო, რომ მაღალ დონეზე თამაში კვლავ შემიძლია, თანაც ესპანურ ელიტაში."

"იმ ადგილას ბედნიერი ვერ ვიქნებოდი, სადაც ჩემი ყოფნა არ უხარიათ. ახლა, ოჯახი ხედავს, რომ თავს კარგად ვგრძნობ და მთავარი სწორედ ეს არის."

"მათ მითხრეს, რომ უკვე ასაკში ვიყავი და მაღალ დონეზე თამაშს ვერ შევძლებდი. ყველაზე მეტად სწორედ ეს მეწყინა."

"არ აქვს მნიშვნელობა ლეო 33-ის იქნება თუ 35-ის, მსოფლიომ ყოველთვის იცის, რომ მესი ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. ვიმედოვნებ, რომ იგი თავისი ფეხბურთით კიდევ დიდხანს გვასიამოვნებს."

"ყოველთვის ვცდილობდი, რომ ამ გუნდში პროფესიონალიზმი გამომეჩინა. ადვილი არ არის "ბარსელონაში" 6 სეზონი ერთ დონეზე ჩაატარო."

"ბარსაში" არაერთი მოთამაშეა, რომელმაც ის თამაში ვერ აჩვენა, რასაც მათგან ელოდნენ."

"ვფიქრობ, რომ კლუბისგან მეტ პატივისცემას ვიმსახურებდი. მათ მითხრეს, რომ თავიანთ გეგმებში არ შევდიოდი, ამიტომ "ატლეტიკოში" წავედი, რათა მათთვის მეჩვენებინა, რომ საქმის კეთება კვლავ შემეძლო." - განაცხადა სუამ.

1 დღის წინ
289 / 0
Maluta
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2020-21 წლების სეზონში?

სამზე მეტს
სამს
ორს
ერთს
ვერცერთს
სულ პასუხები: 1082
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ