"გასახდელში მარტოობას ვგრძნობდი, მხარს არავინ მიჭერდა" - ჟერემი მატიეს ინტერვიუ

"გასახდელში მარტოობას ვგრძნობდი, მხარს არავინ მიჭერდა" - ჟერემი მატიეს ინტერვიუ

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა მცველმა ჟერემი მატიემ "Rac1"-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. ფრანგმა უკანახაზელმა არაერთი საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ბარსაში" გატარებული ბოლო წელი ჩემთვის განსაკუთრებით რთული გამოდგა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ტურინში მარცხი პირდადად ჩემი ბრალი იყო, მაგრამ არ მესმის, თუ რატომ მანაშაულებდნენ მხოლოდ მე, რადგან მოედანზე 11 მოთამაშე ვიყავით."

"სიმართლე ის არის, რომ გასახდელში მარტოობას ვგრძნობდი. მხარს არავინ მიჭერდა. ახლა ლენგლეს მიმართ დიდი კრიტიკაა. იგი უნდა ეცადოს, რომ სიტუაცია მისთვის სასიკეთოდ შემოატრიალოს."

"მთელი წელი ლუის ენრიკეს არ ვესაუბრებოდი. სპორტინგში დიდი მხარდაჭერა გამომიცხადეს, მაგრამ ბარსელონაში მსგავსი არაფერი ყოფილა. მაგალითად, მალაგას წინააღმდეგ მატჩში, სადაც შეცდომა დავუშვი ენრიკეს არც შეხვედრის შემდეგ და არც მომდევნო დღეს ერთი სიტყვაც არ უთქვამს. იგი მხოლოდ მნიშვნელოვან მოთამაშეებს ესაუბრებოდა."

"გრიზმანი ისე ვერ თამაშობს, როგორც ამას ატლეტიკოში აკეთებდა. პირადად ჩემთვის, მისი გადაწყვეტილება დიდი შეცდომა მგონია. როხიბლაკოში იგი მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო და ვფიქრობ, რომ ბარსაში ასე არ არის."

"უმტიტი? ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ რთულია, რომ 100%-ით იგივე მოთამაშე გახდე. სემი მსოფლიო ჩემპიონია, თუმცა იგი საუკეთესო ფორმისგან შორსაა. მან ბევრი უნდა იშრომოს, არამარტო ფიზიკურად, მენტალურადაც." - განაცხადა მატიემ.

შეგახსენებთ, რომ ჟერემი "ბლაუგრანას" რიგებს 2014 წელს "ვალენსიადან" შეუერთდა. 2017 წელს კი კატალონიელებმა იგი "სპორტინგში" გაუშვეს.

1 დღის წინ
394 / 0
Maluta
poll გამოკითხვა

რამდენ ტიტულს მოიგებს "ბარსელონა" 2020-21 წლების სეზონში?

სამზე მეტს
სამს
ორს
ერთს
ვერცერთს
სულ პასუხები: 1086
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო, სერხი რობერტო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ