როგორც მოგეხსენებათ, დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდის, ერლინგ ჰოლანდის დამატებით ევროპული გრანდები ინტერესდებიან. მათ შორის არის კატალონიის "ბარსელონაც".
ნორვეგიელი შემტევის აგენტმა, მინო რაიოლამ ჰოლანდთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.
"ამ მომენტისთვის მისი დამატება და იმ შესაძლებლობის მიცემა, რასაც "ბორუსიას" დატოვების შემდეგ ნებისმიერი ისურვებდა მაქსიმუმ 10 კლუბს შეუძლია. ამ ათი გუნდიდან 4 ინგლისურია."
"ჰოლანდი მოავალში ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი გახდება. ვხედავთ, რომ ისეთი მოთამაშეები, როგორებიც ზლატანი, რონალდუ და მესი არიან უკვე იმ ასაკში შედიან, როდესაც ხალხი საკუთარ თავს ეკითხება: კიდევ რამდენ ხანს გვასიამოვნებენ ისინი თავიანთი თამაშით? ასე რომ, ყველა მომდევნო თაობის ძიებაშია." - განაცხადა რაიოამ.