რონალდ კუმანმა "ბარსას" ქომაგებს სასიხარულო ამბავი აცნობა

რონალდ კუმანმა "ბარსას" ქომაგებს სასიხარულო ამბავი აცნობა

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ "ბეტისთან" გამართულ მატჩში რონალდ არაუხომ ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი გუნდის დახმარებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

ურუგვაელის შესახებ პრესკონფერენციაზე რონალდ კუმანს ჰკითხეს. ნიდერლანდელმა კი მასზე იმედისმომცემი კომენტარი გააკეთა.

"არაუხოს მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. იგი ხვალ არ იქნება, რადგან გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. რონალდი ინდივიდუალურ სესიას გადის, რის შემდეგაც ჯგუფს უნდა შეუერთდეს, რათა გავიგოთ, არის თუ არა მზად დასაბრუნებლად."

"უიქენდს დაველოდებით. შესაძლოა, რონალდი შემდეგ ოთხშაბათს დაბრუნდეს, თუმცა ვფიქრობ, კონკრეტული თარიღის დასახელება კარგი არ არის." - განაცხადა კუმანმა.

ასე რომ, სულ მალე არაუხო "ბარსას" დაუბრუნდება, რაც კატალონიელთა დაცვაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ორმაგად სასიხარულოა.

 

1 თვის წინ
3188 / 0
Maluta
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 724
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ