სანტი კასორლა: "ჩავი მის შესახებ ხშირად მეკითხება"

სანტი კასორლა: "ჩავი მის შესახებ ხშირად მეკითხება"

"ვილიარეალის" ყოფილმა და აწ უკვე "ალ-სადის" ნახევარმცველმა, სანტი კასორლამ მედიასთან საუბრისას მის ყოფილ თანაგუნდელზე, პაუ ტორესზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ჩავი ტორესის შესახებ ხშირად მეკითხება. ვფიქრობ, რომ იგი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც ბარსას დნმ აქვს. პაუს ბურთთან ერთად თამაში არ უჭირს და გარდა ამისა, კარგი მოედნის ხედვა აქვს." - განაცხადა ესპანელმა.

ცნობისთვის, პაუს დამატებით მადრიდის "რეალი" ინტერესდება. სამეფო გუნდი 24 წლის მცველს სერხიო რამოსის ერთ-ერთ შემცლელად მოიაზრებს.

შეგახსენებთ, რომ სანტი "მაესტროს" გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო მატჩში კასორლამ "ალ არაბის" წინააღმდეგ 92-ე წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანა და ამ მოგებით ჩავიმ და კომპანიამ ჩემპიონატის ლიდერის სტატუსი კიდევ უფრო გაიმტკიცეს.

 

 

1 თვის წინ
246 / 0
Maluta
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 724
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ