კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ გუნდის ამომავალ ვარსკვლავზე, პედრი გონსალესზე ისაუბრა.
"მას დიდი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, რომ პედრი შესანიშნავ ადგილას არის იმისთვის, რომ კარგად განვითარდეს და მისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოამჟღავნოს. მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ და მნიშვნელოვანია სიმშვიდე შეინარჩუნოს." - განაცხადა ესპანელმა.
აღსანიშნავია, რომ "ბარსას" ახალგაზრდა შუახაზელს სწორედ ინიესტას ამსგავსებენ. სწორედ ამიტომ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ქომაგებს პედრის დიდი იმედი აქვთ და უნდა ვთქვათ, რომ ჯერჯერობით იგი ამ იმედებს ამართლებს. ესპანელ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში, ფაქტობრივად, ყველა მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.