"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი გუნდის ლიდერებს პირადად გაესაუბრა, - იტყობინება Sport.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავკაცი გუნდის კაპიტნებს, - ლეო მესის, სერხიო ბუსკეტსს, ხერარდ პიკესა და სერხი რობერტოს ელაპარაკა. გარდა ამისა, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მარკ ანდრე ტერ შტეგენი და სერხი რობერტოც.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ რონალდმა მოთამაშეებს ერთი თხოვნით მიმართა, - მაქსიმალურად დაიხარჯონ მომდევნო მატჩებში.
როგორც მოგეხსენებათ, "ბლაუგრანა" ახლა სეზონის გადამწყვეტ ფაზაში შედის და გუნდისთვის უახლოესი კვირების მანძილზე სამივე ტურნირის (ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, კოპა დელ რეი) ბედი გადაწყდება.