დებიუტი, 2:6, უკანასკნელი მატჩი - ანდრეს ინიესტას ვრცელი ინტერვიუ

დებიუტი, 2:6, უკანასკნელი მატჩი  - ანდრეს ინიესტას ვრცელი ინტერვიუ

"ბარსელონასა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ანდრეს ინიესტამ ლა ლიგის ოფიცილურ საიტთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

ანდრესის განცხადება "ბლაუგრანას" 18 წლის ტალანტის, პედრის შესახებ უკვე გამცნეთ, ახლა კი გთავაზობთ ინტერვიუს დანარჩენ მონაკვეთებს:

"ლა ლიგაში დებიუტი ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტია. პრიმერაში პირველი მატჩის ჩატარება რაღაც განსაკუთრებული გახლდათ.

პირველი ჩემპიონობაც დიდებული იყო. ის თამაში მახსოვს, "ლევანტეს" წინააღმდეგ. გვყავდა რონალდინიო, დეკუ, ეტოო, ხოლო მთავარ მწვრთნელად - რაიკაარდი.

პირველი მატჩი კაპიტნად? უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. კაპიტნობა იმიტომ მომიწია, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა, თუმცა ეს მაინც შესანიშნავ მომენტად დამამახსოვრდა.

ვფიქრობ, მადრიდში ანგარიშით 2:6 მოგებული მატჩი ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდისგან, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის შეხვედრა "ბერნაბეუზე" შედგა. ეს თამაში კულეებს სამუდამოდ ემახსოვრებათ.

2009 წელი კლუბისა და ფეხბურთისთვის ისტორიული წელი გახლდათ. იყო პირველი ნიშნავს ბოლომდე გაიაზრო მიღწევის მნიშვნელობა და სირთულე. ეს წელი "ბარსელონას" ისტორიაში ჩაეწერება.

ბოლო მატჩი "ბლაუგრანას" მაისურით? ჩემი აზრით, ეს კარიერაში ყველაზე განსაკუთრებული თამაში იყო. ეს იყო ბოლო მატჩი ჩემს სტადიონზე ჩემს ხალხთან ერთად. ემოციები ყველამხრივ მომაწვა მინდორზე ფეხის შედგმიდან უკანასკნელ წუთამდე."

 

1 თვის წინ
175 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 724
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ