მასკერანო: მესი "ბარსელონაში" თავს კარგად გრძნობს

მასკერანო: მესი "ბარსელონაში" თავს კარგად გრძნობს

"ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ხავიერ მასკერანომ თავის ახალ ინტერვიუში საკმაოდ ბევრ საკითხზე ისაუბრა.

მასკე შეეხო "ბლაუგრანას" კაპიტნის, ლეო მესის საგასაც და კატალონიური გრანდის ქომაგებს დამამშვიდებელი სიგნალი გაუგზავნა.

"ვხედავ, რომ მესი "ბარსელონაში" თავს კარგად გრძნობს. ის ცხოვრების საუკეთესო მომენტებს ნამდვილად არ გადის, მაგრამ ამას მისი თამაშისა და სხეულის ენაზე დაკვირვებით მიხვდებით. ლეოს არ შეუცვლია ის, რასაც ბოლო 15 წელია აკეთებს.

ლეოსთვის რჩევას მიცემას არასდროს გავბედავდი. საბოლოო გადაწყვეტილება მას ეკუთვნის. როგორც მეგობარი, მის ნებისმიერ ნაბიჯს მხარს დავუჭერ.

ანსუ და პედრი არიან ბიჭები, ვინც ძალიან კარგად ვითარდებიან. ძალიან რთულია მათ ასაკში ასეთ დონეზე თამაში. რაც ლეომ მითხრა იქიდან გამომდინარე, ისინი ამბიციური ფეხბურთელები არიან, რომლებსაც პროგრესი სურთ. ვიმედოვნებ, რომ მათ წარმატება ელით.

ჩემი კარიერა "ბარსაში"? ეს ყველასთვის ბრწყინვალე გამოცდილება იყო, მაგრამ როცა ასეთ ადგილს ტოვებ, უდიდეს სიცარიელეს გრძნობ. ეს იყო განსაკუთრებული კლუბი მყარი ფილოსოფიითა და სტილით."

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით 2010-2018 წლებში ასპარეზობდა. ამ პერიოდის მანძილზე მან ჩაატარა 203 მატჩი, მოიგო უამრავი ტიტული და გაიტანა 1 გოლი.

1 თვის წინ
158 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 723
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ