2 წლის და 8 თვის წინ
ცნობილია: რა თანხას ითხოვს "ბარსა" ფერანის სანაცვლოდ
ავტორი
Aa
"ბარსელონა" ფერან ტორესის სანაცვლოდ სულ მცირე 40 მილიონი ევროს მიღებას ითხოვს, - იუწყება Mundo Deportivo.
2022 წლის იანვარში კატალონიელებმა ესპანელი თავდამსხმელი 55 მილიონ ევროდ იყიდეს. მაშასადამე, გუნდის 11 ნომერს "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 15 მილიონი ევროთი ნაკლებად ელევიან.
არ დაგვავიწყდეს არც ის, რომ "მანჩესტერ სიტისთვის" გადასახდელი თანხა კლუბს ჯერ ბოლომდე არ დაუფარავს.
23 წლის შემტევის შემცვლელად იანიკ კარასკო განიხილება. როგორც ირკვევა, თუ "ბარსა" ტორესს გაყიდის, მადრიდის "ატლეტიკოდან" ბელგიელს წამოიყვანს.
"ბლაუგრანას" კარასკოს 16 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს.
2022/2023 წლების სეზონი ტორესმა 7 გოლითა და 3 ასისტით დახურა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 3 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი