"ბარსელონა" ძველ სამიზნეს მიუბრუნდა - MD

"ბარსელონა" ძველ სამიზნეს მიუბრუნდა - MD

ზაფხულში "ლივერპულის" ნახევარმცველს, ჯორჯინიო ვეინალდუმს "ბარსასთან" აქტიურად აკავშირებდნენ,  თუმცა ბოლო პერიოდში ნიდერლანდელის გარშემო მედია იშვიათად წერდა.

აღნიშნული საკითხი წინა პლანზე "Mundo Deportivo"-მ წამოწია. გამოცემის თქმით, "ბარსელონა" ვეინალდუმის დამატებით კვლავ ინტერესდება, თუმცა ამ ტრანსფერის განხორციელება ადვილი არ იქნება.

იტალიური და ფრანგული მედიის ცნობით, "ბლაუგრანასთან" ერთად ჯორჯინიოს დამატებით  "პარი სენ-ჟერმენი" და "ინტერი"  ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელს მერსესაიდელებთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსურველ გუნდებს მისი დამატება უფასოდ შეეძლებათ.

1 თვის წინ
704 / 0
Maluta
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 724
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ