როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონას" დაცვაში დიდი პრობლემებია. ლენგლესა და უმტიტის არაერთმა შეცდომამ გუნდს მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა.
ხერარდ პიკეს დაბრუნებასთან ერთად, გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო რონალდ არაუხომაც.
Sport-ის ცნობით, კი სეზონის დარჩენილ ნაწილში დაცვაში სწორედ ესპანელსა და ურუგვაელს ვიხილავთ. ამ დუეტს ერთად 304 წუთი აქვს ნათამაშები და ამ დროში "ბარსამ" მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.
შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანა" შემდეგ მატჩს ხვალ "სევილიას" წინააღმდეგ გამართავს და არ გამოვრიცხოთ, რომ პიკესთან ერთად, არაუხოც ძირითადში ვიხილოთ.