როგორც მოგეხსენებათ, ხვალ "ბარსელონას" ლა ლიგის 25-ე ტურის მატჩი ელის, სადაც კატალონიური გრანდი სტუმრად "სევილიას" დაუპირისპირდება.
გთავაზობთ "ბლაუგრანას" თავკაცის, რონალდ კუმანის განცხადებებს მატჩისწინა პრესკონფერენციიდან.
საინტერესოა, რომ პრესკონფერენციის მიმდინარეობისას ნიდერლანდელს ცხვირიდან სისხლი წასკდა, რის გამოც მან ჟურნალისტებთან საუბარი დაასრულა. ეს ამ სეზონში უკვე მეორედ მოხდა.
"ხვალ ჩვენ "სევილიას" ლა ლიგაში ვეთამაშებით, ოთხშაბათს კი კოპა დელ რეიზე. ეს ორი განსხვავებული შეხვედრაა... ორივე ჯახის მოგება გვმართებს და ვიმედოვნებთ, რომ პრიმერაში ჩვენი დაუმარცხებელი სერია გაგრძელდება."
"არაუხო განაცხადში მოხვდა და ყველას, ვინც განაცხადში ხვდება, თამაში შეუძლია. სასტარტო შემადგენლობას ხვალ გადავწყვეტთ."
"რონალდს კარგი სეზონი აქვს. იგი ახალგაზრდაა, მაგრამ ბევრს სწავლობს და ამას ამჟღავნებს. არაუხო ძლიერი და სწრაფია და დაცვაში დიდ ძალას წარმოადგენს."
"ვეტერანმა ფეხბურთელებმა სცადეს, რომ ვითარებაზე კონტროლი აიღონ, მაგრამ მარტო მათ ეს არ შეუძლიათ. მესის ლა ლიგაში 18 გოლი აქვს გატანილი, ლამის იმდენი, რამდენიც ყველას სხვას ჯამურად. პასუხისმგებლობა უნდა განაწილდეს, ლეოს დახმარება სჭირდება."
"ვიცი, რომ "ბარსელონას" მწვრთნელობა დიდი წნეხია. როცა მატჩს ვერ უგებ, ეს გუნდის თავკაცის შეცდომაა. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, ამაზე სასაუბრო დრო კიდევ გვექნება, მაგრამ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი."
"არჩევნები? მე ხმას არ მივცემ, რადგან ვფიქრობ, ეს არ მევალება. ყველაფერს კლუბის წევრები გადაწყვეტენ."