რატომ აფასებენ "ბარსას" ფეხბურთელები ბრეითუეიტს

რატომ აფასებენ "ბარსას" ფეხბურთელები ბრეითუეიტს

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" დანიელმა თავდამსხმელმა, მარტინ ბრეითუეიტმა გუნდის უკანასკნელ მატჩში ორი საგოლე პასი მიითვალა.

Mundo Deportivo იტყობინება, რომ 29 წლის შემტევს "ბლაუგრანას" ფეხბურთელები დიდ პატივს სცემენ და ამას ბევრი მიზეზი აქვს.

წყაროს თანახმად, მარტინი უპრეტენზიო ადამიანია. იგი მწვრთნელს ტაქტიკური გადაწყვეტილებების ახსნას სთხოვს და მუდამ ეძებს გზას, რათა განვითარდეს. როცა სახლში ბრუნდება, ბრეითუეიტი განვლილ მატჩსაც განიხილავს ხოლმე.

მოთამაშეები ძალიან აფასებენ დანიელის პიროვნებასა და მის ბრძოლისუნარიანობა.

მიმდინარე სეზონში, გამოცდილმა შემტევმა 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 4 ასისტი.

1 თვის წინ
706 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 724
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ