დოს სანტოსი: მესი აღარაა ისეთი, როგორიც 5-6 წლის წინ იყო

დოს სანტოსი: მესი აღარაა ისეთი, როგორიც 5-6 წლის წინ იყო

"ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა, ჯოვანი დოს სანტოსმა ESPN-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კაპიტნის, ლეო მესის შესახებ ისაუბრა.

"დიდი ხანი იყო გასული, მას შემდეგ რაც "ბარსას" ბოლო მატჩი მქონდა ნანახი, როცა "ბარსელონა" - "პსჟ-ს" ვუყურე.

არ ვიცი, რა სჭირს ლიონელ მესის. რა თქმა უნდა, ის ისეთივე აღარაა, როგორიც 5-6 წლის წინ იყო. ვიმედოვნებ, საკუთარ ფორმას მალე აღიდგენს.

ახლა ლეოს მძიმე დრო უდგას.

მესის MLS-ში ხილვა საოცარი იქნებოდა. ვფიქრობ, მან კარიერა აქ უნდა დაასრულოს. ლეოს აქ აუცილებლად, 2-3 წელიწადში ვნახავთ. იმედი მაქვს, "ლოს ანჯელეს გელექსის" აირჩევს." - თქვა დოს სანტოსმა.

1 თვის წინ
173 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 724
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ