ლაუტარო: "ბარსელონა" ჩემთვის წარსულია

ლაუტარო: "ბარსელონა" ჩემთვის წარსულია

მილანის "ინტერის" არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა Gazzetta delo Sport-თან ჩაწერილ ინტერვიუში "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა.

"დიახ, ერთი წლის წინ "ბარსელონაში" ჩემი შეძენა სურდათ.

მაგრამ ანტონიო კონტეს ვუთხარი: "არ ინერვიულო, მე "ინტერის" გეგმებზე ვარ ფოკუსირებული. ახლა კი "ბარსა" ჩემთვის მხოლოდ წარსულია, "ინტერში" ვრჩები." - ბრძანა ლაუტარომ.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებს" მარტინესს 2020 წლის ზაფხულში აქტიურად უკავშირებდნენ, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის შემტევს "ნერაძურის" მაისურით 33 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი.

1 თვის წინ
138 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

უნდა დატოვონ თუ არა რონალდ კუმანი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომდევნო სეზონშიც?

კი
არა
სულ პასუხები: 724
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ